ოქროს ფასი

11 ოქტომბერი 2020, 12:18 5247 ნახვა

ოქროთი მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოქროს ფასი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს ერთ გრამ ოქროში დაახლოებით 110 ლარის გადახდა მოგიწევთ. როგორც ოქროთი მოვაჭრეები ამბობენ, 8 თვეში ერთი გრამი ოქრო დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაძვირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 59,581 მლნ აშშ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 45,595 მლნ დოლარის ოდენობის. ძვირფას ლითონზე მომატებულ ფასზე საუბრობს ოქროს მყიდველიც.  პანდემიის გამო ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით გაძვირდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში