მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 115 მებაჟე ოფიცერს ტესტირება ჩაუტარდა.
მებაჟე ოფიცრები კონტროლის პროცედურების განხორციელებისას მკაცრად იცავენ დადგენილ შეზღუდვებს და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ წესებს. ტესტირების პროცესი საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.