რამდენიმე წუთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თვითმფრინავი დაეშვება. ალმაზბეკ ატამბაევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ხელს ერთობლივ დოკუმენტებზე მოაწერენ.