ამ წუთებში რეგიონის მთავრობის სახლთან ისევ იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახურები დაკარგეს. ადმინისტრაციის შენობასთან მეორე დღეა 6 პუნქტიანი მოთხოვნით 7 ადამიანი შიმშილობს. ისინი საბანკო სესხების გადავადებას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და გაზრდას, ასევე სტუდენტებისთვის შეჩერებული სტატუსის აღდგენას და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვრების გახსნას და პანდემიის გამო შეჩერებული სამუშაოების აღდგენას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ღია ფორმატში. მათთან ცოტა ხნის წინ, თორნიკე რიჟვაძე მივიდა და მათ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.