მეციტრუსეები შემცირებულ მოსავალს ელოდებიან

06 ოქტომბერი 2020, 18:03 1128 ნახვა

ციტრუსის მოსავალი წელს შარშანდელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია.  ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.  გიორგი სურმანიძის ინფორმაციით, წელს დაახლოებით 40 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს  ელოდებიან. 

მინისტრი ირწმუნება, რომ შექმნილი ვითარება ციტრუსის ექსპორტის შეფერხებას არ გამოიწვევს და ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე  მათი რეალიზაციის  პრობლემა არ იქნება. 

სამინისტროში დღეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ისინი ნარინჯისფერი რთველის  დადგომამდე მინისტრისგან პირველ რიგში,  ლოჯისტიკური  პრობლემების დროულად მოგვარებას ითხოვენ.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი