მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში იქნება - ტიკარაძე

05 ოქტომბერი 2020, 13:23 1421 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს.

„ვაქცინა შეძენილია. ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ ვაქცინების დამატებითი რაოდენობა შევიძინოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი იმისა, რომ ისინი აცრილები იყვნენ.

შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი ქალაქში იქნება და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ვაქცინაციას დავიწყებთ. საერთო ჯამში ჩვენ 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი