მახალაკიძეების მცხოვრებთა პროტესტი

23 აპრილი 2016, 00:00 4100 ნახვა

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა საპროტესტო აქციას ამ წუთებშიც მართავს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი გეგოლოგების მიერ ტერიტორიის დეტალურად შესწავლას ითხოვენ. მოსახლეობის პროტესტი დილიდან სამართალდამცავების მობილიზებამ გაამწვავა. ადგილობრივები სამართალდამცავების მხრიდან მუქარის შემცველ ფაქტებზე საუბრობენ.  შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ პოლიციის მობილიზება საჭირო გახდა, რომ არ შეფერხებულიყო გვირაბის სამშენებლო სამუშაობი. სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრებლებს ადგილიობრივ ხელისულებლებასთან ერთად  აჭარის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენელი  და აჭარის გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების მართვის სამსახურის უფროსი შეხვდნენ. ისინი ადგილობრივებს დაპირდნენ, რომ ორშაბათიდან გეოლოგები  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივების ჩართულობით დეტალუტად შეისწავლიან თითოეულ ოჯახის მდგომარეობას.   აქციის წევრები თამაზ ბაკურიძეს ელოდებიან. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში