აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 66 წლის მამაკაცია.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 2 ოქტომბერს შეიყვანა.
პაციენტს, COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა."-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
საქართველოს მასშტაბით ეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 48-ე შემთხვევაა.