ბათუმის "დინამო" ისევ ლიდერის პოზიციაზეა

03 ოქტომბერი 2020, 12:00 935 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "დინამო“ ბათუმმა სტუმრად 3:1 დაამარცხა "თელავი".  პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი მასპინძელთა მხრიდან გოლი მიხეილ ბაშელეიშვილმა გაიტანა. ბათუმელები კი გიორგი ნიქაბაძემ, გოდფრი ობოაბონამ და ჯაბა ჯიღაურმა დააწინაურეს.

ამ ეტაპისთვის ზღვისპირელებს 23 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან, მას 1 ქულით ჩამორჩება „დინამო“ თბილისი. მესამე პოზიციას კი „საბურთალო“ იკავებს. სწორედ მომდევნო მატჩს ბათუმელები 18 ოქტომბერს „საბურთალოს“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 14 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში