მაშველები ბავშვს ეძებენ - ქალისა და მამაკაცის ცხედრები უკვე იპოვეს

02 ოქტომბერი 2020, 17:11 7114 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის ცხედარს რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს. 

სამძებრო სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. ეძებენ ბავშვს, რომელიც არსებული ინფორმაციით მშობლებთან ერთად სახლში იყო. 

სოფელ ჯოჭოში მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი