სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანი ამ დრომდე ვერ იპოვეს

02 ოქტომბერი 2020, 08:56 11837 ნახვა

სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლი მოიყოლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ოჯახის წევრებს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

მეწყერმა მოიყოლა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა. ჯერ ჯერობით ვერც აღნიშნული პირები იპოვეს. ისინი სოფელ ჯოჭოში სტუმრად იმყოფებოდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. 

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა.  ან ეტაპზე ნაპოვნია მხოლოდ პირადი ნივთების ნაწილი და სახლის სახურავის ფრაგმენტი.

სამძებრო სამუშაოში ჩართულები არიან აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის და თბილისის სამაშველო ჯგუფები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში