ახალი პროტოკოლით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 718-ს შეადგენს - თამარ გაბუნია 

30 სექტემბერი 2020, 12:49 1035 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებით ბოლო ორი დღის განმავლობაში 718 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, რაც კარგი მაჩვენებელია. 

თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება.

''ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატუსი 718 შემთხვევაში დადასტურდა და  ამ ადამიანებმა ჰოსპიტლები და საკარანტინო სასტუმროები დატოვეს, ასევე ბინაზე მეთვალყურეობაც შეჩერდა. მათ შეუძლიათ ჩვეულ სოციალურ აქტივობას დაუბრუნდნენ. გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე. წარსულში ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე ორი თანმიმდევრული ტესტირება გვქონდა და ორივე აუცილებელი იყო. დღევანდელი მდგომარეობით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირს გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი