საქართველოში კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

30 სექტემბერი 2020, 10:50 1946 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, 69 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადიოდა.

"გარდაიცვალა ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 69 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადების ფონზე, მოციმციმე არითმია და ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა"-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი