დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარაში-235 , იმერეთი-38, თბილისი-30, სამეგრელო-ზემო სვანტეთი-14, გურია-6, კახეთი-1, მცხეთა მთიანეთი-1, სამცხე ჯავახეთი-1.
ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსი საქართველოში 796 ადამიანმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს.