ცესკოს შეფასება მარნეულზე

29 სექტემბერი 2020, 20:57 831 ნახვა

არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიას, ცესკო მოუწოდებს აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიას მოუწოდებს აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. მაგალითისთვის,  მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესში ხელის შეშლის მცდელობააა მოყვანილი, სადაც საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. მათ კი ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სცდება დაკვირვების მანდატს და მათი საქმიანობა ხორციელდება მიკერძოებულად, რაც თვალნათლივ ასახავს ეუთო/ოდირის 2018 წელს რეკომენდაციებში აღნიშნულ და დღესაც არსებულ პრობლემას ყალბ დაკვირვებასთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი