საქართველოში, კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. იგი მკურნალობის კურსს ქუთაისში “კლინიკა ბომონდი”-ში გადიოდა. 82 წლის ქალი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდიდან'' მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
“პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,”- აცხადებს კლინიკა "ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.