საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29 სექტემბერი 2020, 10:46 1931 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5866-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

314 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა-225, თბილისი-35, იმერეთი-22, სამეგრელო-18, შიდა ქართლი-9, სამცხე ჯავახეთი -3, გურია-1, ქვემო ქართლი-1.

25 პაციენტი კრიტიკულია, 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 7 აფხაზეთიდანაა.

გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836,​ კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს  41  მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში