„საქართველოს პირველი არხი არჩევნების შემდეგ უნდა გავაუქმოთ“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
საქართველოს პირველი არხის მიერ მომხდარი ფაქტის შესახებ დასმულ კითხვას კახა ოქრიაშვილმა თავი აარიდა და პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს პირველი არხი უნდა გაუქმდეს.