გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციის „დევნილები დევნილებისთვის" შეძახილებით „აფხაზეთის მთავრობა სირცხვილია!" დახვდნენ.
მათი განცხადებით, ისინი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ უფლებებს არავინ იცავს. რუსლან აბაშიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნები მისთვის გაუგებარია.