„უმუშევრობა კლავს როგორც COVID-19, დაგვაბრუნეთ სამსახურში, გადაგვივადეთ უპროცენტო საბანკო დავალიანებები“- ამ ლოზუნგით ევროპის მოედანზე სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესდა, მათ დაკარგეს სამსახურები და შემოსავლის წყარო.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ტუროპერატორები, ივენთკომპანიების წარმომადგენლები და კაზინოს ყოფილი თანამშრომლები. პარალელურად ანალოგიური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა.