მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა მძიმე ლოდად დააწვა აჭარის მაღალმთიანეთის მოსახლეობას.
ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების და მუშაობის პრობლემა შეექმნა, მძღოლები შემოსავლების გარეშე დარჩნენ, ხოლო რესტორნის მფლობელები ამბობენ, რომ ღამის მუშაობის გარეშე არსებულ ხარჯებს ვერ გაუმკლავდებიან და სავარაუდოდ დროებით დახურვა მოუწევთ.