ქართული კლუბები დღეს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ

24 სექტემბერი 2020, 10:54 1210 ნახვა

დღეს, 24 სექტემბერს ორი ქართული კლუბი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

თბილისის "ლოკომოტივი" ესპანეთში "გრანადას" ესტუმრება. ორივე კლუბისთვის ეს ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე ამ კლუბებს ამ სტადიაზე არ უასპარეზიათ. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება. თუ ჭიაბერაშვილის გაწვრთნილი გუნდი " გარანადას" დაამარცხებს ფლეი ოფში "მალმიოსა" და ზაგრების "ლოკომოტივს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" კი ფარერის კუნძულების ჩემპიონ "კლაკსვიკს" ესტუმრება. ამ წყვილში ჩისკოს გაწვრთნილი "დინამო" ფავორიტად მიიჩნევა. თუ თბილისელი შემდეგ ეტაპზე გავლენ, იქ უკვე მოლდავურ "შერიფსა" და ირალნდიულ "დანდალაკს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში