მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საერთო ძალების კონსოლიდაციას საპარლამენტო არჩევნების წინ და ჰქონდათ თუ არა ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს საიდუმლო მოლაპარაკება? ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ, იმაზე რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერის კანდიდატად წარდგენა, რის სანაცვლოდაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე დაიკავებდა, თუმცა ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ევროპულ საქართველოში კი საიდუმლო მოლაპარაკების ფაქტს საერთოდ უარყოფენ, რაც ნაციონალურ მოძრაობაში გაკვირვებას იწვევს.