ჟესტური ენის საერთაშორისო დღე

23 სექტემბერი 2020, 18:00 2143 ნახვა

დღეს ჟესტური ენის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის „თავისუფალ სივრცესთან“  ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის მხარდაჭერით, სმენის არ მქონე ბავშვთა და მშობელთა მხარდაჭერის პროგრამის წევრებმა აქცია პერფომანსი გამართეს. 

მათ ჟესტებით ცეკვა შეასრულეს. „თავისუფალი სივრცის“ ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეისწავლოს ჟესტური ენა, რაც გაამარტივებს კომუნიკაციას და სმენის არმქონე პირებისთვის სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი