ადრეული ქორწინებების საგანგაშო მაჩვენებელი

22 სექტემბერი 2020, 20:06 1601 ნახვა

გაეროს მონაცემების მიხედვით, აჭარაში ყოველი მეშვიდე ქორწინებაში მყოფი ქალი, გათხოვების მომენტში არასრულწლოვანი იყო. მართალია კანონმდებლობით 18-წლამდე ქორწინება აკრძალულია და ამ მოქმედებაში არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ ჩართვა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა ეს მსურველებს არ აკავებს. 

ისინი ვინც ასეთ ვითარებაში მოხვდნენ ჰყვებიან, რომ ნაადრევი ქორწინების გამო მათ ვეღარ შეძლეს პროფესიის მიღება, მუშაობა და საკუთარი თავის შეზღუდვა მოუწიათ, სპეციალისტების განცხადებით ადრეული ქორწინებების მიზეზი დრომოჭმული ტრადიციების და განათლების დაბალი დონეა.. ამიტომ საჭიროა საზოგადოებასთან მუშაობა და ცნობიერების ამაღლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი