აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი ადასტურებს.
მისივე განცხადებით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას, ის პირები რომლებთაც ახლო კონტაქტი ქონდათ ინფიცირებულთან გადავლენ თვითიზოლაციაში, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ.