დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი დღეს გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში covid-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბათუმში.