ბათუმში ყველაზე პატარა კოვიდინფიცირებული 9 თვის ბავშვია

21 სექტემბერი 2020, 16:01 1640 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 54 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის. მათ შორის 32 არასრულწლოვანია, პაციენტებს შორის ყველაზე პატარა ინფიცირებული 9 თვის ბავშვია. 

"ჩვენთან დღეისთვის ირიცხება 54 პაციენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველას დამაკმაყოფილებელია, მძიმე პაციენტები არ გვყავს. დღეს კლინიკას ტოვებს და გადადის საკარანტინო სივრცეში 6 პაციენტი, მათგან 4 ბავშვია"-განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ციური აბულაძემ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი