ბათუმში კორონავირუსი დაუდგინდა ქალს, რომელმაც ორი დღის წინ იმშობიარა

21 სექტემბერი 2020, 14:28 2073 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებული ქალი შეიყვანეს, რომელმაც სხვა კლინიკაში ორი დღის წინ იმშობიარა, დღეს კი  კორონავირუსი დაუდგინდა. ჯერ-ჯერობით უცნობია აქვს თუ არა  covid-19 ახალშობილს. 

როგორც სამშობიარო სახლის დირექტორმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, სავარაუდოდ ჩვილსაც აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანენ და მოხდება მისი ტესტირება. 

ინფიცირებული ცენტრში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

ბათუმის სამშობიარო სახლში სულ 20 ორსული მკურნალობს. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკიდან დღეს გაწერეს. საუბარია 34 წლის ქალზე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში რვადღიანი იზოლაციის შემდეგ შეიყვანეს და კლინიკაში 4 დღე გაატარა. 

სხვა ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის დირექტორის განმარტებით მათ ნაწილს სიმპტომები არ აქვს. 

 

 

ფოტო: არქივი

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი