„ერთი დღე ავტომობილის გარეშე“

20 სექტემბერი 2020, 12:01 1527 ნახვა

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის, თბილისის მერიის, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, 20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება. კვირეულის მთავარი მოწოდებაა, ნულამდე შემცირდეს ტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც შესაძლებელია მდგრადი ტრანსპორტის განვითარებით, კერძო ავტომობილების მოხმარების შემცირებით, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობით თუ ფეხით სიარულით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი