თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა

17 სექტემბერი 2020, 23:03 2088 ნახვა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის "ლოკომოტივმა" წარმატებით გაიარა. 

გია ჭიაბერაშვილის გუნდმა მოსკოვის "დინამო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.

პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარის 54-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა. 

76-ე წუთზე შონიას დარტყმული მოსკოველთა მეკარემ  ხელებში ვერ შეიმაგრა და დასწრებაზე მამია გავაშელიშვილი აღმოჩნდა და რუსების კარში მეორე გოლის ავტორი გახდა.

მატჩის მიწურულს კი მოსკოვის "დინამომ" პრესტიჟის გოლი გაიტანა.  89-ე წუთზე თერთმეტმეტრიანანის რეალიზება ნიკოლაი კომლოჩენკომ შეძლო.  

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე ესპანური "ლა ლიგის" წარმომადგენელი "გრანადა" იქნება. შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება. 

თავისი შეხვედრა მოიგო თბილისის "დინამომ", რომელიც უელსში "კონაჰს" დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა. 

შეხვედრაში ერთადერთი გოლი კომპენსირებულ 97-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გიორგი გაბედავამ გაიტანა. "დინამოს" შემდეგი მეტოქე "კლასვიკი" იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში