ქუთაისში, რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა

17 სექტემბერი 2020, 20:43 1708 ნახვა

ქუთაისში რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის დროს დაშავებული კაცი რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთვაზეა. მედიკოსების ინფორმაციით, კაცს დაზიანება აქვს კიდურებზე და ქირურგიული ჩარევას საჭიროებს.

"შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწრობა. გაეწია პირველადი დახმარება. არის სტაბილური, პარალეტრები ექვემდებარება მართვას. დასჭირდება ქირურგიული ჩარევა"- რეგიონალური ჰოსპიტალის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ.

დღეს ქუთაისში რკინიგზაზე მომუშავე ორი მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ერთი კი მძიმედ დაშავდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პროცესში ჩაერთო შრომის უსაფრთხოების სამსახური. “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).

რკინიგზის ინფორმაციით, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, კომპანიიდან ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა იმ ელექტროსადენს, რომლის დემონტაჟისას ქუთაისში 17 სექტემბერს ორი ელექტროშემკეთებელი მუშა დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ არსებობს ტექნიკური საშუალება, რომლის მიხედვით შესაძლებელია სხვა მხრიდან მიეღო ხაზს ძაბვა და ეს მიმართულებაც არ არის „ენერგო -პრო ჯორჯიას“ საკუთრება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი