რეკომენდაციები წინასაარჩევნო შეხვედრებისას

17 სექტემბერი 2020, 18:40 1295 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო ზომები იქნება მიღებული, სადაც მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ. თქვა, რომ  მთავარი ამოცანაა, აუცილებლად ჩატარდეს არჩევნები მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ეკა ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობს თითოეული პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ცესკოსთან, რომ უბნებზე მოეწყოს ყველა ის უსაფრთხო ზომები, რომლითაც მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ ყოველგვარი შიშის და საფრთხის გარეშე დააფიქსირონ თავიანთი ხმა. იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს და განაგრძოს დემოკრატიული გზა. მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისულები, რომლებსაც დაუფიქისრდებათ ტემპერატურა, ხმა მისცენ ცალკე გამოყოფილ სივრცეში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი