გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

16 სექტემბერი 2020, 10:09 1892 ნახვა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია, სავარაუდოდ, გულის შეტევით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. პოლიტიკოსი კლინიკაში დღეს დილით მოათავსეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა. 

წულაია მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარად იყრის. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი