ევროპარლამენტი ქართულ რეფორმებს იწონებს

15 სექტემბერი 2020, 19:46 1649 ნახვა

ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებით კმაყოფილია, მიიჩნევენ რომ საქართველო სწორ გზას ადგას და ორგანიზაციის მხრიდან აუცილებელიაკიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა. დადებითად შეფასდა კორონავირუსთან ბრძოლისას მიღებული გადაწყვეტილებები.  თუმცა არის შენიშვნები ევროდეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების წესის გადახედვის საჭიროებაზე ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ზოგადად დემოკრატიის ხარისხზე საუბრობენ. ევროპარლამენტის წევრების შეფასებებს ეხმაურებიან ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ანგარიში ცალსახად კრიტიკულია ხოლო ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შენიშვნების ძირითადი ნაწილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის სუბიექტური შეფასებაა და ორგანიზაციის საერთო ხედვას არ ემთხვევა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში