გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 640 შემთხვევაა დადასტურებული, 165 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი გარდაიცვალა.