84 წლის ასაკში დამსახურებული მწვრთნელი გურამ ჭანტურია გარდაიცვალა

10 სექტემბერი 2020, 18:58 1543 ნახვა

84 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი - გურამ ჭანტურია გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის ბარბარეს სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

გურამ ჭანტურია 1960-იან წლებში საქართველოს უძლიერეს მოჭადრაკეთა შეჯიბრებებში აჭარის ღირსებას იცავდა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტულოვანი მოჭადრაკე აღზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი