თორმეტდღიანი პატიმრობა დასრულდა, საარჩევნო კამპანიაში ვერთვები, რომ დავამარცხოთ ''რუსული ოცნება'' - ლევან ვარშალომიძე

10 სექტემბერი 2020, 17:24 3371 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ, საკარანტინო სივრცე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. შენობასთან მას თანაგუნდელები და მოქალაქეები ელოდებოდნენ. 

ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება, ბათუმში კი გამარჯვებისთვის დაბრუნდა. 

​​''მიხარია, რომ 12 დღიანი პატიმრობა დასრულდა, დავტოვე ციხე-კარანტინი. დღეიდან აქტიურად ვერთვები საარჩევნო კამპანიაში, რომ დავამარცხოთ ''რუსული ოცნება''. მე დავბრუნდი ბათუმში გამარჯვებისთვის. ჩვენს ქალაქს, რეგიონს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც სამწუხაროდ მოქმედმა ხელისუფლებამ დააპაუზა, დააკონსერვა და გააჩერა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. 

ბათუმი ეკუთვნის ყველას, ეს ''ნაციონალური მოძრაობა'' იქნება თუ რომელიმე სხვა პარტია. 

დავივიწყოთ წყენა. დღეიდან, ხელს ვუწვდი ყველას თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. 

მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და ამ გამოწვევის დაძლევის კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამას თითოეულ ბათუმელს წარვუდგენ და მათ დახმარებას ვითხოვ. ჩვენ ერთხელ უკვე შევძელით ბათუმის სასწაულის გაკეთება. გასაკეთებელი კი კიდევ ბევრია'' - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. 

ჟურნალისტებმა ​აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზეც ჰკითხეს. ლევან ვარშალომიძემ თქვა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გეგმებს ეთანხმება და მხარს უჭერს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი