ერთადერთი გამონაკლისი, სადაც თავშეყრა აკრძალული არ არის, წინასაარჩევნო შეხვედრებია, თუმცა იქაც უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. უკვე დაგეგმილი ათობით და ასობით გასამართი შეხვედრებიდან, მხოლოდ რამდენიმე ჩატარდება. აქტიური კამპანია უკვე შეაჩერა მმართველმა გუნდმა, ოპოზიცია კი ხელისუფლებას იმი გამო საყვედურობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლის შემცირებამ გაართულა. ამომრჩეველთან კომუნიკაციის ძირითადი წყარო პოლიტიკოსებისთვის მედია იქნება.