შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან

13 სექტემბერი 2025, 11:51 67 ნახვა

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ჩასახლებაში არსებული საჭიროებები მოისმინა.

უწყებისვე ინფორმაციით,  სამინისტროს მიზანია დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რისთვისაც ეტაპობრივად გაგრძელდება კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი