შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან

07 სექტემბერი 2025, 12:17 124 ნახვა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატთან ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ ძირითად პრობლემებს გაეცნო. შეხვედრისას გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, აფხაზეთის მთავრობა შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გამართავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი