ტელეკომპანია "პირველის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაციას წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს"- წერს ინგა გრიგოლია.