ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის 29-ე ყოველწლიური კონფერენცია იხსნება. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა „ინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ - კომუნიკაცია სახელმწიფო ორგანოებთან და ჩართულ მხარეებთან“, „დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევები არჩევნების დროს“, „პანდემიის დროს ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება“.
კონფერენცია დღეს და ხვალ COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ ფორმატში ტარდება. მასში 26 საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობს.