ბათუმელი ფეხბურთელი ბექა ვარშანიძე ლატვიის გამორჩეულ კლუბში ითამაშებს

08 სექტემბერი 2020, 13:51 2952 ნახვა

ბათუმელი ფეხბურთელი ბექა ვარშანიძე კარიერას ლატვიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ვარშანიძე ლატვიის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში ''ვენტსპილსში'' ითამაშებს.

ნახევარმცველი ბოლოს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ''თელავის'' შემადგენლობაში ასპარეზობდა. მინდინარე სეზონში ვარშანიძემ 8 შეხვედრა ჩაატარა.

26 წლის სპორტსმენი ბათუმის ''დინამოს'' აღზრდილია, სადაც 6 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. ბექა ბათუმელთა ძირითად შემადგენლობაში პირველად 2012 წელს გამოჩნდა. ის ასევე ერთი სეზონი ''შევარდენის'' ღირსებას იცავდა.

''ვენტსპილსი'' ქვეყნის ჩემპიონი 6-ჯერ , თასის მფლობელი 7-ჯერ, ხოლო ბალტიის თასის გამარჯვებული ერთჯერ გამხდარა. 26 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი