გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ჩატარდება ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერი აცხადებს, რომ ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს “,- ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე.