ბათუმში, პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მანქანას ახალგაზრდა ქალი მართავდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით დაიწყო.