საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს

05 სექტემბერი 2020, 11:43 996 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისის გუნდი გასვლაზე ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრას ლიეტუელ მსაჯთა ბრიგადა დომანდას რუმსასის ხელმძღვანელობით განსჯის. მატჩი ტალინში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ბათუმის ''დინამოს'' სამი ფეხბურთელი მამუკა კობახიძე , ჯაბა ჯიღაური და გიორგი ნავალოვსკი გამოიძახა , თუმცა ნავალოვსკი ტრამვის გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება და სლოვაკმა სპეციალისტმა მის ნაცვლად ეროვნულ გუნდში სხვა გამოიძახა. ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 91-ე პოზიციაზეა ,ხოლო ესტონელები 104-ე ადგილს იკავებენ. საქართველოს ჯგუფში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონია 17:00 საათზე სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი