ბათუმში ოთხ ღამის კლუბს მუშაობა შეუჩერდა. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, კონტე, სოჰო, სექტორი 26 და აფ-თუ-იუ 10-10 ათასი ლარითაც დაჯარიმდა.
უწყებაში ამბობენ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულებებმა არ გაითვალისწინეს რეკომენდაციები. რასაც არ ეთანხმებიან კლუბების ხელმძღვანელები.