მესამე სექტორის მიმართვა ცესკოს

03 სექტემბერი 2020, 10:09 1399 ნახვა

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ფეისბუქ რეკლამა და საარჩევნო კლიპები მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას და, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.

ორგანიზაცია ცესკოს მოუწოდებს, პარტიის მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და მსგავსი შინაარსის ვიდეოკლიპების გავრცელებისგან თავის შეკავება მოსთხოვოს. ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით მომართვამდე დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა და 10 დღის ვადაში მიიღებს შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი