ბათუმში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება

02 სექტემბერი 2020, 12:23 2170 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბათუმში დაიწყება გაფართოებული ტესტირება, ქალაქის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ამირან გამყრელიძე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საკონდიტრო მაღაზია "დონაში" ტესტირების გაკეთებისა და თვითმონიტორინგისკენ მოუწოდებს.

"ყველას ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საკონდიტრო მაღაზია "დონაში" შეუძლია და საჭიროცაა, რომ მივიდეს და ჩაიტაროს უფასო ტესტირება ბათუმში განთავსებულ კარვებსა და პოლიკლინიკებში, ასევე მათ უნდა აწარმოონ თვითმონიტორინგი. საჭიროაა ეს ადამიანები დააკვირდნენ, განსაკუთრებით კრიტიკულია მესამე და მერვე დღე და თუ რამე სიმპტომი გამოჩნდა ეს არის ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება აუცილებელია დაუკავშირდნენ 112-ს და იმოქმედონ ექიმის დანიშნულებით.

ასევე თბილისში ვინც ჩამოვიდა ბათუმიდან და იყვნენ აღნიშნულ მაღაზიაში, აუცილებელია მათ აწარმოონ თვითმონიტორინგი და თუ რამე სიმპტომი ჩნდება დარეკონ 112-ში და მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ტესტირებისთვის. 

საპანიკო და საგანგაშო არაფერია, მაგრამ აუცილებელია წესების დაცვა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში